понедельник, 15 декабря 2014 г.

პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ვერიკო   სომხიშვილი
რაიონი
შიდა ქართლი
სკოლა
სსიპ გორის #8 საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება   ,,ჩემი საყვარელი ზღაპარი“

თემის შინაარსი
 მოსწავლეები ამ პროექტის საშუალებით სიღრმისეულად გააცნობიერებენ ზღაპარს, როგორც ლიტერატურის ერთ–ერთ ჟანრს, განასხვავებენ ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპარს, გამოხატავენ წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებსა და განცდებს, შეაფასებენ საყვარელ პერსონაჟებს, შეძლებენ საღ მსჯელობას,  ჯგუფის სხვადასხვა წევრებთან თანამშრომლობას, ლიტერატურული  ნაწარმოების პერსონაჟების დაკავშირებას ხელოვნების ნიმუშებთან, შეაგროვებს მონაცემებს დიაგრამის სახით, წარმოადგენს შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად განხორციელებას, შეადგენენ საპრეზენტაციო პროგრამას საყვარელი პერსონაჟის გასაზიარებლად, რითაც განივითარებენ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.   

საგანი
ქართული, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მათემატიკა, ისტ
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური, III კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ერთი თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I). 1  სტრატეგიების გამოყენებით, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მოსმენა/წაკითხვა და გაგება ცოდნა-გამოცდილების გამდიდრების მიზნით.
ქართ.დაწყ.(I).საკუთარი ან/და ლიტერატურული გამოცდილების გამოყენება ტექსტში მოცემული ინფორმაციის (მაგ., პერსონაჟის ქცევის) შეფასების, პირადი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით.
ქართ.დაწყ.(I).სტრატეგიების გამოყენებით, მცირე ზომის ტექსტების შედგენა სხვადასხვა მიზნით (მაგ., წაკითხულზე რეაგირების, ამბის გადმოცემის).


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  მოსწავლე შეძლებს :
*       ზღაპრის, როგორც ლიტერატურის ჟანრის დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრებას;
*       განასხვავოს ლიტერატურული ზღაპარი ხალხური ზღაპრისაგან;
*       ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას,
*        საყვარელი პერსონაჟის დასახელებას , საკუთარი არჩევანის ახსნას და თანაკლასელებისათვის გაზიარებას;
*       საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით პერსონაჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადმოცემას;
*       ლიტერატურული პერსონაჟის დაკავშირებას ხელოვნების ნიმუშებთან.
*       თვისობრივი და რაოდენორივი მონაცემების ინტერპრეტაციას.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რატომ იგონებენ ადამიანები ზღაპარს?

თემატური კითხვები
Ø  რა მნიშვნელობა აქვს ზღაპარს თანამედროვე ცხოვრებაში?
Ø  რა განაპირობებს ზღაპრის პოპულარობას?
Ø  რა როლს თამაშობს ჯადოქრობა ზღაპარში?

შინაარსობრივი კითხვები
Ø   რა არის ზღაპარი?
Ø  რა განსხვავებაა ლიტერატურულ და ხალხურ ზღაპარს შორის?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ



გონებრივი იერიში
შეკითხვების დასმა,
ასოციაციური კავშირები

ჩემ მიერ მომზადებული პუბლიკაცია,პრეზენტაცია,
რესურსების ბმულებისა და რეკომენდაციების მიცემა;
მკითველის კითხვარი
პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი და რუბრიკა,
პრეზენტაციები
ვენის დიაგრამა,
პრეზენტაციები მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებით, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს.

ჩვენი კლასის ბლოგი პროექტის შედეგების გასავრცელებლად
პრეზენტაციები,






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და  გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ წერის დროს  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. პრეზენტაციებიდან მოსწავლეების  პასუხები ზოგად შეკითხვაზე  გვაწვდიან ინფორმაციას,   როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან. 
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
ბიბლიოთეკაში მუშაობისა და ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები
ტექსტის დამუშავების  უნარ–ჩვევები;
საპრეზენტაციო პროგრამის ცოდნა;
ჯგუფში მუშაობა.
სასწავლო პროცედურები
პირველი კვირა
პროექტის თემის გასაცნობად, მოსწავლეებს დავუსვამ  შეკითხვას ,,რატომ იგონებენ ზღაპრებს?,, გონებრივი იერიშის გამოყენებით მოსწავლეები თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. შემდეგ ასოციაციური კავშირების დახმარებით ვაფიქსირებთ ,,რა არის ზღაპარი?“ ეს დაეხმარება  მოსწავლეებს წარსული ცოდნის გახსენებაში, გამოვავლენ მოსწავლეების დამოკიდებულებას და საკითხის ირგვლივ შესაძლო არასწორ წარმოდგენებს. შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ მათთვის ნაცნობი ზღაპრები. განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ პროექტის ფარგლებში გაეცნობიან ხალხურ და ლიტერატურულ ზღაპრებს. ვაჩვენებ ჩემ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას მეზღაპრეებზე, რათა წავახალისო, გააღვივო მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა და ინტერესი.  გავაცნობ პუბლიკაციას მოსწავლეებს და მშობლებს  პროცედურების მოლოდინებისა და ვადების განხილვისთვის.   მივუთითებ ჩემს ბლოგს, სადაც განთავსებულია ქართული ხალხური და ლიტერატურული ზღაპრები, მეზღაპრის ბლოგი. იმ მოსწავლეებს , რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი, ბუკის კლასის მართვის პროგრამის გამოყენებით ვუგზავნი ვორდის დოკუმენტში ჩაწერილ ზღაპრებს, ზღაპრების ილუსტრაციებს, ანიმაციებს, მივუთითებ, რომ ბიბლიოთეკიდან გამოიტანონ წიგნები (მოსწავლეები გაწევრიანებული მყავს სასკოლო ბიბლიოთეკაში, აქტიურად კითხულობენ ლიტერატურას და შემდეგ კლასში ვარჩევთ).  ვთხოვ წაიკითხონ ზღაპრები ერთი კვირის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ კი უნდა დაასახელონ მათთვის საყვარელი ზღაპარი, წარმოადგინონ პრეზენტაციები
მეორე კვირა
მიცემული დავალების შესრულების, ანუ ზღაპრების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ მკითხველის კითხვარს, თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული დავალებების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად. მისი შევსების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს საყვარელ ზღაპრებზე,   შემდეგ ფლიპჩარტზე ჩამოვწერ არჩეული ზღაპრების სახელწოდებებს და ვიწყებთ დიაგრამის აგებას. როდესაც  მოსწავლეები კვლევას დაასრულებენ, ჯგუფებში გადანაწილდებიან.  ინდივიდუალური კვლევის შედეგები ჯგუფურ მულტიმედიურ პრეზენტაციაში გაერთიანდება.  ვაცნობებ მათ, რომ  პრეზენტაცია უნდა შექმნან, რომელშიც მოკლედ მიმოიხილავენ და  თანაკლასელებს გააცნობენ შერჩეულ ზღაპარს. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. დავარიგებ შეფასების  რუბრიკას. გავნიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვთ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრუკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მესამე კვირა
პრეზენტაციებზე მუშაობა. მოსწავლეებს დავურიგებ  პრეზენტაციის კრიტერიუმების სიას, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას და სანამ მასზე მუშაობას შეუდგებოდნენ, ვუპასუხებ მათ კითხვებს. პრეზენტაციის მომზადებისას ნებას ვრთავ გამოიყენონ აღნიშნული ჩამონათვალი გზამკვლევის სახით. მოსწავლეებს ვთხოვ,  ქაღალდზე ჯერ  შავად დაწერონ, ვინ რომელ სლაიდზე იმუშავებს, რა მასალას შეიტანენ მარტივი ტექსტის სახით, დარწმუნდნენ, რომ ყველა კომპონენტი მზადაა, შეასწორონ გრამატიკული შეცდომები . როცა მოსწავლეებს გასწორებული შავი ნაწერი ექნებათ, დავავალებ ბუკებში  პრეზენტაციის მომზადებას.  მოსწავლეთა პრეზენტაციების შესაფასებლად ვისარგებლებ პრეზენტაციის ქულობრივი შეფასების გზამკვლევით.
მეოთხე კვირა     ––      ნამუშევრების წარმოდგენა
თითოეულ ჯგუფს მიეცემა დრო სლაიდშოუს სახით  საკუთარი არჩევანის წარმოსადგენად. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ვაძლევ. ასევე, გამოვყოფ დროს მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის, შედეგებს კი გავითვალისწინებ ჩემ მიერ განხორციელებული შეფასების დროს. პროექტის დასასრულს  ვიყენებ ვენის დიაგრამას,  ხალხური და ლიტერატურული ზღაპრის  შესადარებლად და შესაპირისპირებლად,  ვიმსჯელეთ, შევაჯამეთ პროექტს მოსწავლეების ნააზრევის ზოგადი შეკითხვის შესახებ: რატომ იგონებენ ადამიანები ზღაპარს?
დასკვნითი აქტივობა
ჩვენი კლასის ბლოგზე (http://veriko8skola.blogspot.com/ ) ავტვირთავ პროექტს, პრეზენტაციებს,  მუშაობაში ჩართული მოსწავლეების ფოტოებს, რომლებიც ასრულებენ პროექტის დავალებებს.  გავუზიარებ ჩვენს ნამუშევრებს საზოგადოებას.  ვატარებთ შემოქმედებით ღონისძიებას ,,ზღაპრების სამყაროში,,






დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         გავიმეორებ წერით და ზეპირ ინსტრუქციებს;
·         შევამოწმებ ინფორმირებულობის დონეს;
·         დავალების დასასრულებლად მეტ დროს მივცემ;
·         ნებას დავრთავ აირჩიოს საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობებისა და ნტერესების შესაბამისად (უყვარს ხატვა)
·         გამოვიყენებ ჩემ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ნიმუშებს მოსწავლეების მუშაობის წარმართვისთვის;
·         გამოვიყენებ დადებით უკუკავშირს თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         წავახალისებ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ. 
·         მივცემ  შესაძლებლობას გამოიყენოს ლიდერის უნარ-ჩვევები ჯგუფის ორგანიზების და სამუშაოზე ფოკუსირების მიზნით;
·         წავახალისებ, გამოიყენოს შედარებით მაღალტექნოლოგიური ელემენტები პრეზენტაციის  შესაქმნელად;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
ხალხური და ლიტერატურული ზღაპრები, ვ.როდონაიას ქართული ენის სახელმძღვანელო მე–3 კლასი, მკითხველის კითხვარი
ინვენტარი/მასალები
·         წიგნები, ფურცლები, კალმები, ფანქრები, ბუკი, საქაღალდეები და ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა მოსწავლის ელექტრონული და ბეჭდვითი ნამუშევრებისთვის

ინტერნეტრესურსები






სხვა რესურსები
მშობლები, მოწვეული მასწავლებლები, ინტელის სასწავლო კურსის ტრენერი, სხვა კლასის მოსწავლეები



 

პროექტი ,,ჩემი საყვარელი ზღაპარი" Published @ 2014 by Ipietoon